67 ადამიანი დაშავდა „ჰეზბოლას" მიერ ლიბანიდან გაშვებული დრონით თელ-ავივიდან ჩრდილოეთით 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბენიამინას მახლობლად დარტყმის შედეგად.
პირველადი გამოძიების თანახმად, „ჰეზბოლამ" ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ორივე ჯერ კიდევ ზღვიდან ისრაელის საჰაერო შესვლამდე მოექცა ისრაელის რადარების თვალთახედვის არეში და ერთი მათგანი ჰაიფასთან სანაპიროზე ჩამოაგდეს, მაგრამ მეორე, ალბათ იმიტომ, რომ მიწის ზედაპირიდან მცირე სიმაღლეზე მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა. ივარაუდეს კი, რომ ის ჩამოვარდა.
ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაშავებულია 67 ადამიანი. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია, 19-ს კი საშუალო და მძიმე ხარისხის დაზიანებები აქვთ მიღებული.