რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოში, რიგითი წევრის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ჯინჭარაძის პირველი მოადგილე, ირაკლი თავდგირიძე შეასრულებს.
რამაზ ჯინჭარაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს თანამშრომლობისათვის. როგორც ის აღნიშნავს, პასუხისმგებლობა, რომელიც ბათუმელების წინაშე ჰქონდა აღებული, ამჯერად რეგიონის მოსახლეობაზე გადანაწილდება.
საკუთარი გადაწყვეტილება, რამაზ ჯინჭარაძემ საზოგადოებას, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააცნო.
ცნობისთვის, 24 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები დაასახელა, მათ შორის რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც ბათუმს წარმოადგენს.