8 სექტემბრის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა.


გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ქეთევან მოისწრაფეშვილმა და ზაზა შოშიტაიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან  ლაშა თვაურთან და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსთან  მერაბ ჭანუყვაძესთან  ერთად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.
2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიას გურიის რეგიონში სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.