„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ძალიან ზუსტი შეფასებებით წარდგა ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე.

ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფოს მიერ და გამომდინარე რეგიონული კრიზისიდან, სამხედრო ინტერვენციის რისკი ოკუპანტის მხრიდან არა თუ მცირდება, არამედ იზრდება, საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ინტერესები განისაზღვრება შემდეგი აუცილებლობით:

მშვიდობა; ეროვნული ეკონომიკის გადარჩენა; პოლიტიკური სტაბილურობა; სახ-ინსტიტუტების მდგრადობა; გონივრული საგარეო პოლიტიკა; საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.

რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, სახელმწიფო ინტერესების საპირისპიროდ:

▪︎ ლიბერალური ფაშიზმის პედალირებით, საზოგადოებას კარგებად და ცუდებად ყოფს;

▪︎ ყველა საგარეო ვიზიტს, საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისთვის იყენებს;

▪︎ პერმანენტულ რეჟიმში, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს;

▪︎ პარლამენტსა თუ ქუჩაში, ყველა მათი ქმედება და დემონსტრაცია, პოლიტიკური კრიზისის შექმნას ხმარდება;

▪︎ სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ამუნათებენ და მოუწოდებენ საქართველოს, საერთაშორისო სანქციებში ჩართვაზე, რაც ავტომატურად ეკონომიკის ჩამოშლას მოასწავებს;

▪︎ ყველა მათი ინსინუაციური და პროვოკაციული ნაბიჯი, გათვლილია რუსეთ-უკრაინის ომში, საქართველოს მხარედ დაფიქსირებისთვის,რაც პირდაპირ მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივაა.

პრემიერის ბოლო მიმართვა, საპარლამენტო ოპოზიციას:

ახლა თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ექსტრემიზმს“, - ძალიან საინტერესო, იქნება ჩვენი ოპოზიციის შეფასებები, თუმცა რა უნდა შეაფასონ, როდესაც მათი 90% ამ ექსტრემიზმსა და დესტაბილიზაციის შექმნას ასაზრდოებს?!

მოკლედ, ჩვენ ოპოზიციაზეა ნათქვამი - არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.