ექსპერტი  ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ მოწყობილ პროვოკაციაზე სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, აქტივისტი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე პროვოკაციის მოწყობა სცადა, სტუდენტებმა აუდიტორიიდან გააგდეს.

მისი თქმით, ადგილზე "პროვოკატორი აქტივისტები" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან.

„ნაცმოძრაობის" აქტივისტი, რომელმაც ირაკლი კობახიძის ლექციაზე პროვოკაციის მოწყობა სცადა, სტუდენტებმა აუდიტორიიდან გააგდეს. ადგილზე, პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან“, - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

"აიპრესს" მომხდარი ინციდენტის შესახებ "ქართულ ოცნებაში" დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების'' პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  წინა კვირას, უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად საერთოდ არ მისულა. მას ლექციის გაუქმება სტუდენტების პროტესტის გამო მოუწია. კობახიძე სტუდენტებთან ლექციაზე არ მისულა, მაგრამ საპროტესტო აქცია უნივერსიტეტში მაინც გაიმართა.