თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ახობაძის საქმის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გიორგი ახობაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.