„ევროკავშირი ყველა პარტნიორს უნდა ესაუბროს თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
„ღიმილის მომგვრელია, რომ ვინც ცოტა ხნის წინ გვიკიჟინებდა, ავტოკრატიისკენ მიდიხართო, დღეს ზუსტად ეს ევრობიუროკრატები გვთხოვენ გამოცდილების გაზიარებას. ჩვენ მართლაც შეგვიძლია ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება: თუ არ უნდათ იმ ბნელ ოთახსა და აბსურდში დარჩენა, რომელშიც აღმოჩდნენ, ყველა პარტნიორს უნდა ესაუბრონ თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე. რეალურად, სწორედ ესაა ევროპული ღირებულება და არა ის ფსევდო ღირებულება, როცა მასწავლებლის პოზიციიდან გვესაუბრებოდნენ თავიანთ „მოსწავლეს“. ასე რომ, ბრიუსელი მიწაზე უნდა დაეშვას და დაიბრუნოს რეალობის აღქმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ გაუჭირდებათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.









