"ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი როგორც ეს წერია კონსტიტუციაში, არამედ ის არის ერთი ჩვეულებრივი ჯიბის ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის.",-ამის შესახებ, "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
"ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი როგორც ეს წერია კონსტიტუციაში, არამედ ის არის ერთი ჩვეულებრივი ჯიბის ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის. მათ შორის, რაც ხდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ეს საქმე ამის ნათელი დადასტურებაა. 11 წლის წინანდელი რაღაც ამბავი ამოუქექეს. მანამდეც იყო მაგის დადასტურება. ნებისმიერი ინსიტუტი რომელიც დამოუკიდებელი იყო ყველა არის ჯიბის ინსტიტუტები. რაც შეეხება ფასების ზრდას. სწორედ ლარი აჩვენებს რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა.",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.