ძლივს დასავლეთში ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას აზრი არა აქვს, ამ დროს ჩვენი ხელისუფლება მათ საპირისპიროს უმტკიცებს - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ მართლა ისე შეხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან რუსები, არაფერზე კითხვის ნიშანი არ გაქვს. მათი ნებისმიერი ნაბიჯი, გამონათქვამი - ეგრევე ხვდები რატომ აკეთებენ ამას, კითხვის ნიშნები აღარ რჩება. დღეს დასავლეთი ხვდება, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას აზრი არ აქვს, რუსეთის ბუნებას ამ გზით ვერ შეცვლი და ჩვენ გვყავს ამ დროს უზურპატორი ხელისუფლება, რომელსაც ფირფიტა აქვს გადატრიალებული და დასავლეთს იქით ვეუბნებით, რომ თურმე შეიძლება რუსეთთან თანამშრომლობა, მუშაობა, ბალანსის პოვნა. ვინ დაიჯერებს ამას? ძლივს იქ ყველამ გაიღვიძა, ყველა ერთ ჭკუაზე დადგა და ჩვენ აქედან, პუტინს პარტნიორ ქვეყნებში რომ გავყავართ, თურმე ბალანსი გვიპოვია“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.