რევოლუციაზე საუბარი არის ჩვეულებრივი ამბავი, ამაზე ლექციებზეც ვსაუბრობ და ბანაკების შემთხვევაშიც, თუ ახალგაზრდები კითხვას დასვამენ რევოლუციასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პარალიზება, ხელის შეშლა, საბოტაჟი - ქუჩაში გამოსულ ბევრ ადამიანს შეუძლია უამრავი პრობლემის შექმნა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ჩვენ, სამწუხაროდ, ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს. დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, რომელიღაც მინისტრს ტყუილზე დაიჭერენ, ის მინისტრი გადადგება ხოლმე იმის გამო, რომ მათ იციან, ქუჩაში შეიძლება გამოვიდეს ბევრი ხალხი და ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა. ამიტომ არსებობს იქ ეს კულტურა, რომელსაც საქართველოში შევნატრით ხოლმე, რომ თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას და მიდიან. აქ რატომ არ მიდიან? იმიტომ, რომ აქ ჯერ ეგ გზა გასავლელი გვაქვს. აქ მთავრობებმა უნდა ისწავლონ, რომ ქუჩაში როდესაც ბევრი ხალხი გამოდის, ბევრ ხალხს შეუძლია პრობლემების შექმნა, ჯობია არ გააბრაზო ბევრი ხალხი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.