ივანიშვილი „ფორმულას“ ბევრად უფრო მარტივად წაიღებს, ვიდრე აქამდე წაიღებდა - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც რითაც BBC-ის მილიარდდოლარიანი თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
„ამ ყველაფრის ერთი შედეგი არის ის, რომ მოსამართლეების სანქცირებიდან მთელი ყურადღება ამ თემაზე { კეზერაშვილის შესახებ BBC-ის სტატიაზე} გადავიდა და ამით „ქართული ოცნება“ ხეირობს. მეორე შედეგი სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით ის იქნება, რომ ივანიშვილი „ფორმულას“ ბევრად უფრო მარტივად წაიღებს, ვიდრე აქამდე წაიღებდა“- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.