მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მოკავშირეებთან და ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილმა
"მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც გაწყვეტილია საქართველოს კავშირი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან და ბუნებრივია, ჩვენ "ქართული ოცნების" მიერ მისი სიძულვილით დანერგილი ეს პოლიტიკური პატიმრობა უნდა დავასრულოთ და პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდე იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა ჩვენს მოკავშირეებთან და ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია. მას შეუძლია, იყოს ადამიანი, რომელიც აღადგენს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კავშირებს და ეს უზარმაზარ მატერიალურ, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს ქართველ ერს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.