„აშშ-გან ქართველ ხალხს გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმით ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მილერის განცხადებასთან დაკავშირებით
„ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, “ქართული ოცნებით” ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ. ეს არის ყველაზე მკაფიო არჩევანი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში, რაც გველოდება 26 ოქტომბერს.“ განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა