„მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატოდან, პრაქტიკულად წყვეტენ ყოველგვარ ურთიერთობას, ისინი ინარჩუნებენ ძალიან მჭიდრო კავშირს ქართველ ხალხთან და ყოველი ასეთი განცხადებით ისინი მკაფიოდ გვეუბნებიან ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატოს და ევროკავშირის კარი ღიაა.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით
„ბატონი კოლომინას განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატოდან, პრაქტიკულად წყვეტენ ყოველგვარ ურთიერთობას, ისინი ინარჩუნებენ ძალიან მჭიდრო კავშირს ქართველ ხალხთან და ყოველი ასეთი განცხადებით ისინი მკაფიოდ გვეუბნებიან ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატოს და ევროკავშირის კარი ღიაა, მხოლოდ ამას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გაატარებს და ბუნებრივია, 26 ოქტომბერს უკვე ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ „ქართულ ოცნებაზე“, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საქართველო ევროპული განვითარების ტრაექტორიაზე იმისათვის, რომ არა თუ შევინარჩუნოთ ურთიერთობის ხაზი, რაც დღემდე გვქონდა, არამედ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და იმ დიდი ტრანსატლანტიკური ერთობის, რაც არის სიმდიდრე, კეთილდღეობა, დაცულობა და უსაფრთხოება.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა