პოლტავაში, ცენტრალურ უკრაინაში, რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას სულ მცირე 41 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 180-ზე მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
"მე მივიღე წინასწარი ცნობები პოლტავაში რუსეთის დარტყმის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. მათი სამიზნე საგანმანათლებლო დაწესებულება და ახლომდებარე საავადმყოფოა, ნაწილობრივ გაანადგურეს სატელეკომუნიკაციო ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა.
ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ 180-ზე მეტი დაშავდა. სამწუხაროდ, ბევრი მსხვერპლია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 41 ადამიანი. ვუსამძიმრებ მათ ყველა ნათესავს და ახლობელს.
მე გავეცი ბრძანება სრული და სწრაფი გამოძიების, ყველა გარემოების შესახებ. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც აფეთქების შემდეგ პირველივე წუთებიდან ცდილობდა დახმარებას და სიცოცხლის გადარჩენას.
რუსი ნაძირლები აუცილებლად გადაიხდიან ამ დარტყმისთვის. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, ვისაც აქვს ძალა, შეაჩეროს ეს ტერორი: უკრაინას ახლა სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები და არა საწყობში. შორ მანძილზე დამრტყმელები, რომლებსაც შეუძლიათ რუსული ტერორისგან დაგვიცვას, საჭიროა ახლა და არა მოგვიანებით. ყოველი დაგვიანებული დღე, სამწუხაროდ, მეტ დაკარგულ სიცოცხლეს ნიშნავს.
მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვა რუსეთმა," - წერს ზელენსკი.
I received preliminary reports on the Russian strike in Poltava. According to available information, two ballistic missiles hit the area. They targeted an educational institution and a nearby hospital, partially destroying one of the telecommunications institute's buildings.… pic.twitter.com/TNppPr1OwF
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 3, 2024