ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მედია ავრცელებს.
დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული მოიერიშე F 16-ის ჩამოვარდნის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალი ნიკოლაი ოლეშჩუკი. თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება პრეზიდენტის აპარატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველა ჩვენი სამხედრო მფრინავის, ყველა ინჟინრის, საცეცხლე ჯგუფების ყველა ჯარისკაცის, საჰაერო თავდაცვითი დანაყოფების მეომრების, ყველასი ვინც ნამდვილად იბრძვის უკრაინისთვის, შედეგისთვის. ეს ასევე აუცილებელია სამეთაურო დონეზე, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და გავუფრთხილდეთ ხალხს, გავუფრთხილდეთ პირად შემადგენლობას, გავუფრთხილდეთ ყველა ჩვენს ჯარისკაცს, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელინსკიმ მიმართვაში, რომელიც ბრძანების გამოქვეყნებას მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ბრძანების გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა მწვავედ გააკრიტიკა რადას დეპუტატი მარიანა ბეზუგლა, რომელმაც სარდალი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. სარდლის მიერ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის პასუხად რადას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის მიერ მოყვანილი ფაქტების უარყოფა არ მომხდარა და უკრაინამ საკუთარი თვითმფრინავი სულ მცირე სამჯერ ჩამოაგდო.