უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში ხარკოვზე განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კურსკში უკრაინის არმიის მოქმედების მართებულობას:
"ყოველი ასეთი თავდასხმა ხარკოვზე, ჩვენს სხვა ქალაქებსა და სოფლებზე ადასტურებს ჩვენი ტაქტიკის სისწორეს, განსაკუთრებით კურსკის რეგიონში: ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ომი სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს. და არა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში. ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი“, - თქვა პრეზიდენტმა.
ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. სარაკეტო შეტევის ქვეშ მოექცა სუმი და კიევიც.