ზაალ უდუმაშვილი: ჩვენი სურვილია შემადგენლობა, რომელსაც ოპოზიცია წარადგენს იყოს მრავალფეროვანი

1591617279
ჩვენ ვიძახით, რომ დავაყენებთ გლდანის და სამგორის მაჟარიტარულ ოლქებში"- ამის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა "ფორმულასთან" განაცხადა.
უდუმაშვილის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა", თბილისის 2 ოლქს წაიღებს, კერძოდ კი, გლდანს და სამგორს.
"ჩვენი მთავარი სურვილი არის, რომ ის შემადგენლობა, რასაც ოპოზიცია წარადგენს, იყოს რაც შეიძლება მრავალფეროვანი.
ანუ მაქსიმალურად ყველა პარტია იყოს წარმოდგენილი თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში. ჩვენ ვიძახით, რომ დავაყენებთ გლდანის და სამგორის მაჟარიტარულ ოლქებში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.