ძალიან მარტივია დაინახო 2012 წლის შემდეგ, ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ძალიან მარტივია დაინახო განსხვავება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ საქართველოს შორის, ძალიან მარტივია რადგან რიცხვები არ და ვერ იტყუებიან, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
"- 2012 წელს ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა იყო 8 000 000 000 ლარი, 2024 წელს არის 56 000 000 000 ლარი, რაც 2012 წელზე 7-ჯერ მეტია. მათ შორის 6-ჯერ გაზრდილია ფიზიკური პირების დანაზოგების მოცულობა, რომლის რაოდენობა 29 000 000 000 ლარია.
- 2012 წელს ქვეყანაში მანქანების რაოდენობა იყო 632 000, 2024 წლამდე რაოდენობა 2.6-ჯერ გაიზარდა - 1 700 000 ერთეული.
- 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 26 000 000 000 ლარი იყო, 2024 წელს არის 3.2-ჯერ მეტი - 81 000 000 000 ლარია.
- 2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 9 000 000 000 ლარი იყო, 2024 წლის ბიუჯეტი 3-ჯერ მეტია. - 28 000 000 000 ლარია, რაც ივნისში კიდევ 519 000 000 ლარით გაიზარდა.
- 2024 წლის ბიუჯეტი 2 000 000 000 აღემატება 2012 წლის მთლიან შიდა პროდუქტს.
- 2012 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 7 000 ლარი, 2024 წელს არის 3-ჯერ მეტი - 22 000 ლარი.
- 2023 წელს 5-ჯერ მეტი ბინა გაიყიდა, ვიდრე 2012 წელს და მყიდველთა 82% საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეა“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.