უპერსპექტივობა და უიმედობა ეს არის საკვანძო სიტყვა, რომელიც ქართველ ამომრჩეველს და საზოგადოებას ეუფლება ოპოზიციის შემხედვარე, - ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„უპერსპექტივობა და უიმედობა ეს არის საკვანძო სიტყვა, რომელიც ქართველ ამომრჩეველს და საზოგადოებას ეუფლება ოპოზიციის შემხედვარე. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთავარი მიზეზი თუ რატომ არ შეუერთდებიან ერთობას არის დოკუმენტის შინაარსი. შეიძლება ეს მიზეზი მართლაც ობიექტურიც არის, რაც ისე არის გადმოცემული, როგორც ამას „ლელო“ ან სხვა პოლიტიკური სუბიექტი ისურვებდა.
ჩვენთვის უცნობია დოკუმენტის შინაარსი, რადგან არ წარმოვადგენთ პარტიული სუბიექტს, შესაბამისად პროცესში არ ვმონაწილეობთ. არ იყო შემოთავაზება და შესაბამისად ღია კარის მტვრევით არ ვიქნებოდით დაკავებულები.
ალტერნატივის ძალა იმედის დაბრუნებაში და პერსპექტივის გრძნობის აღდგენაში უნდა გამოიხატებოდეს. მოქალაქეებს გაუჩინოს ახალი პათოსი, ინტერესი, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესში“,- განაცხადა ყიფიანმა.






