თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოიკითხა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე "კია ჯგუფის" დამფუძნებელი ზურაბ ტუკვაძე, რომელიც ამერიკაში იმყოფება, მან სასამართლოს ჩვენება დისტანციურად მისცა.

მისი განცხადებით, შესყიდვა საიდუმლო უნდა ყოფილიყო და ვასილ მხეიძეს, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, შესყიდვის სრული ღირებულების 10 პროცენტი თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან უნდა მიეტანა.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.

"ეს იყო ჩემი ცოლის ძმის ქმედების გამო გამოწვეული, თუ სამინისტროში რაღაც არასწორი გავაკეთეთ - მორალურ და ფინანსურ პასუხისმგებლობას გავიზიარებ" - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რომელსაც პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.