ჩვენი პრობლემა არის ქართულ სიბრტყეში მყარი პოლიტიკური ტრადიციების არ ქონა, სუსტი ინსტიტუტები,  გაუმართავი მართლმსაჯულება, ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი ჩვენი პრობლემების, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან  განაცხადა.

„შეხვედრაზე ითქვა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ არის სასურველ კონდიციაში, ეს განცხადება გაკეთდა ძალიან გულწრფელად, ასევე გულწრფელი იყო სურვილი, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. ალბათ, ჩვენი მთავარი სისუსტე არის, ჩვენი შიდა დემოკრატიის ხარვეზი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადატვირთვაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოეთთან, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგებაზე, მთავარი წყარო და მთავარი მიზეზი და მთავარი გზა ამ დალაგების არის, დავალაგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკური სისტემა და მოწყობა. ალბათ, ამას რომ გავაკეთებთ, გაცილებით უფრო თამამი და ღიანი ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი პრობლემა არის ქართულ სიბრტყეში მყარი პოლიტიკური ტრადიციების არ ქონა, ჩვენი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, ჩვენი პრობლემა არის გაუმართავი მართლმსაჯულება, ეს არის ძალიან მოკლე ჩამონათვალი ჩვენი პრობლემების",- განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა