„როგორც გუშინ გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებას - პარტია „ლელოს“ შეუერთდა,“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს
„როგორც გუშინ გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებას - პარტია „ლელოს“ შეუერთდა,“ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა, ყიფიანი, საბოტაჟისა და თაღლითობის გამო გაათავისუფლა, ამ ფაქტებს თუ დავუმატებთ იმასაც, რომ იგი "ლელოს" შეუერთდა, ნათელი გახდება, რომ ყიფიანი იმ ძალებმა გადაიბირეს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ინტერესებს ებრძვიან.
"როგორც გუშინ გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ განშტოებას - პარტია „ლელოს“ შეუერთდა. თავად ეს ადამიანი ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერს წარმოადგენს, არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია და თუ მისი სახელი ვინმემ იცის, ისიც იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო! შესაძლოა, ამ პერსონაზე ყურადღების გამახვილება არც ღირდეს, თუმცა, ნამდვილად საინტერესოა სქემა, რომლის საშუალებითაც კონკრეტული გლობალური ძალები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებენ. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ვიქტორ ყიფიანმა ბიძინა ივანიშვილს უღალატა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევებში, საარბიტრაჟო საქმისთვის დამაზიანებელი ნაბიჯები გადადგა! გარდა ამისა, ყიფიანმა ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ მსხვილი ფულიც მოჰპარა, თუმცა, შემდეგ ამის აღიარება და თანხის უკან დაბრუნება მოუწია, რითაც თავადვე დაადასტურა, რომ ფული მიითვისა! ბიძინა ივანიშვილის მიერ მის გათავისუფლებას სწორედ ეს ორი მიზეზი - საბოტაჟი და თაღლითობა ჰქონდა. როდესაც აღნიშნულ ფაქტებს ერთმანეთს დავუკავშირებთ, რაც ყიფიანი-ლელოს გაერთიანებით დაგვირგვინდა, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კაცი სწორედ იმ ძალებმა გადაიბირეს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ებრძვიან. ამის შემდეგ, საკმაოდ მარტივად გადაბირებული თაღლითი და ახლად გამოჩეკილი აგენტი უკვე დიდი ხნის აგენტებსა და დადასტურებულად ხანდაზმულ თაღლითებს - ხაზარაძე-ჯაფარიძეს გაუერთიანეს და პოლიტიკურ პროცესებში ჩართეს! აღნიშნული შემთხვევა კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი სქემებით მოქმედება იმ გლობალური ძალების ხელწერაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს ებრძვიან. ისინი ყოველთვის ყველაფრის ფასად ცდილობენ გადაიბირონ ადამიანები, რომლებთანაც ბიძინა ივანიშვილს შეხება ჰქონია და შემდეგ მის წინააღმდეგ გამოიყენონ! ზუსტად ეს არის აგენტის ხვედრი - ჯერ გადაიბირონ, შემდეგ დაიქვემდებარონ და უსიტყვოდ მორჩილება ასწავლონ, ბოლოს კი ყველანაირ ამორალურ ნაბიჯზე ხელი მოაწერინონ და ყველაფერი გააკეთებინონ, რასაც დაავალებენ!
როგორც ხედავთ, ვიქტორ ყიფიანი ამის საუკეთესო მაგალითია! ძალებს კი, რომლებსაც ჰგონიათ რომ ყიფიანისა და ლელოს გაერთიანებით ბიძინა ივანიშვილსა და ჩვენს ქვეყანას რაიმე ავნეს, უნდა ესმოდეთ, რომ ნულოვანი რეიტინგის მქონე თაღლითებთან საზოგადოებისთვის არაფრისმთქმელი თაღლითის გაერთიანებით, პირველ რიგში, საკუთარი თავი გამოაჩინეს და იმ სქემას ახადეს ფარდა, რომლითაც ეს ხალხი უკვე ათწლეულებია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.