საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, POSTV-ის 52%-იან წილის მფლობელი, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც დღეს დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა, განმარტავს,  რომ ვინც მოღალატეს დაუძახებს, ყველა "მიიღებს საკადრის პასუხს".

 მისივე თქმით, არ აპირებს ნაკაიძეს ბოდიში მოუხადოს და ფიქრობს, რომ ყველამ "პირი უნდა გამოირეცხოს როცა მოღალატეზე საუბრობენ".

"ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა. თქვენ ნუ მასწავლით მე როგორ უნდა მოვიქცე. თუ რაიმე პრეტენზია აქვს მიმართოს სასამართლოს. არ არის მისაღები, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ. ეგ არ არის შეურაცხყოფა როდესაც...  თქვენი ინფორმაცია არის ყოველთვის ტყუილი, თქვენ ყოველთვის ლაპარაკობთ ტყუილს, არასდროს სიმართლეს არ ლაპარაკობთ. [ბოდიშის მოხდას არ აპირებთ?] ვისთვის? რას ლაპარაკობ, არა, არა, ბოდიში თვითონ მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და პირი გამოირეცხოს ყველამ როცა მოღალატეზე საუბრობენ", - განაცხადა ტვ "მთავარ არხთან" საუბრისას ვიქტორ ჯაფარიძემ.