"ხალხის ძალის"დეპუტატის  ვიქტორ ჯაფარიძის გარდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმაც ჩაარტყა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სხდომის დაწყებისთანავე ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება "ხალხის ძალის" სოზარ სუბარსა და ოპოზიციონერ ტარიელ ნაკაიძეს შორის დაიწყო, რის შემდეგაც ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა. ამის შემდეგ დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.