ოთხშაბათს, 29 იანვარს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, დასრულდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე მსჯელობა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ (7-მა თავი შეიკავა) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება ცნო გარკვეული დათქმებით, რის შემდეგაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა:
„ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში".
მისი თქმით, დელეგაციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დათქმის მიღება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა და საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 29 იანვრის სხდომაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილების დათქმებით ცნობის წინააღმდეგ ხმა მისცეს ნაციონალური პარლამენტების შემდეგმა დეპუტატებმა:
კატალინ ჩობერი - უნგრეთი
არმენ გევორქიანი - სომხეთი
ბილიანა პანტიჩი პილია - სერბეთი
დუნია სიმონოვიჩ ბრატიჩი - სერბეთი
ვლად ბატრინჩა - მოლდოვა
ელვირა კოვაჩი - სერბეთი
ალექსანდრ მირკოვიჩი - სერბეთი
კლემენტ შოპოვი - ბულგარეთი
იილდირიმ თურგულ თიურქეში - თურქეთი
ვლადიმირ ჯორჯევიჩი - სერბეთი
რუბენ რუბინიანი - სომხეთი
ხოსე მარია სანჩეს გარსია - ესპანეთი
ვლადიმირ ვარდანიანი - სომხეთი
კენჭისყრის დროს თავი შიკავეს:
ლაურა კასტელმა - ესპანეთი
მარკო დრეოსტომ - იტალია
ემანუელ ფერნანდესმა - საფრანგეთი
პოლ გავანმა - ირლანდია
ფაბიო პიოტრელამ - იტალია
ჰექტორ ანტონიო ლიჩერიმ - იტალია
ჯორჯ ლუკაიდესმა - კვიპროსი
რეზოლუციის მხარდამჭერი 114 დეპუტატიდან:
15 დიდი ბრიტანეთიდან იყო - კრისტოფერ ჩოუპი, ედვარდ ლი, ჯეიმს მაკლერი, ქეით ოსბორნი, დონ ტუჰიგი, დენ ოლდრიჯი, მაიკლ გერმანი, ლესლი გრიფიტსი, რუთ ჰანტი, პერან მუნი, დეივ რობერტსონი, ტონი ვჰანი, კეტ ეკლსი, ჯორჯ ფოლკსი, სტივენ გეთინსი
11 უკრაინიდან - ლარისა ბოლოზირი, იური კამელჩუკი, ირინა კონსტანკევიჩი, მარია მეზენცევა-ფედორენკო, ლესია ვასილენკო, ელენა ხომენკო, იულია ოვჩინიკოვა, ალექსეი გონჩარენკო, ევგენია კრავჩუკი, სერგეი სობოლევი, ლესია ზაბურანა
9 იტალიიდან - რობერტო სპერანსა, სანდრა ზამპა, ავრორა ფლორიდია, ესთერ მიელი, დომენიკა სპინელი, პიერო ფასინო, ელიზაბეტ გარდინი, გრაციანო პიციმენტი, მარკო სკურია
7 საფრანგეთიდან - სანდრა რეგოლი, მარი-კრისტინ დალოზი, ოლივიე ბიტცი, ბერტრან ბოიქსი, დიდიე მარი, ლუიზა მორელი, ლილიანა ტანგი
6 შვედეთიდან - გუსტაფ გოტბერგი, ჯესიკა სტეგრუდი, მარკუს ვიშელი, ანიკა სტრანდჰელი, დენის ბეგიჩი, მატიას იონსონი
5 პორტუგალიიდან - რეჯინა ბასტოში, რიკარდო დიას პინტო, ჯამილია მადეირა, რიკარდო კარვალიო, კარლოს სილვა სანტიაგო
5 ნორვეგიიდან - იონე ბლიკრა, ლინდა ჰოფშტად ჰელელანდი, ინგიერდ ში სკოუ, ლიზა სელნესი, ლიზა კრისტოფერსონი
5 ფინეთიდან - მირა ნიემენი, მიაპეტრა კუმპულა-ნატრი, საარა-სოფია სირენი, პეტრი ჰონკონენი, ანა-კრისტინა მიკკონენი
4 ესპანეთიდან - ნერეა აჰედო, ბელენ ჰოიო, სერხიო გუტიერეს პრიეტო, პაბლო ჰისპანი
4 შვეიცარიიდან - ნიკლაუს-სამუელ გუგერი, მარიანა ბაინდერ-კელერი, ვალერი პილერ კარარდი, სიბელ არსლანი
4 დანიიდან - კამილა ფაბრიციუსი, მაიკლ ასტრუპ იენსენი, ალექსანდერ რაილი, მოგენს იენსენი
4 პოლონეთიდან - მარეკ ბოროვსკი, ვანდა ნოვიცკა, რიშარდ პეტრუ, მიროსლავ ადამ ორლინსკი
4 რუმინეთიდან - იულიან ბულაი, ტიტუს კორლეანი, დმიტრინა მიტრეა, იონუც მარიან სტროე
3 ნიდერლანდებიდან (თეო ბოვენსი, სასკია კლუიტი, ტეკე პანმანი)
3 ბულგარეთიდან - დენიცა საჩევა, ტოშკო იორდანოვი, ნადეჟდა იორდანოვა
3 მოლდოვიდან - ადრიან ჩეპტონარი, ნატალია დავიდოვიჩი, იონ გროზა
2 საბერძნეთიდან - ევლიპიდის სტილიანიდისი, გეორგიოს სტამატისი
2 მონაკოდან - ბეატრის ფრესკო-როლფო, კრისტოფ ბრიკო
2 ესტონეთიდან - ერიკ-ნილეს კროსი, კადრი ტალი
2 ბელგიიდან ვერონიკ დიურენი, კრისტოფ ლაკრუა
2 ლიხტენშტაინიდან - პიტერ ფრიკი, თომას ჰასლერი
2 მალტიდან - ნაომი კაჩია, მაიკლ ფარუჯია
2 სან-მარინოდან - ელის მინა, ჯერარდო ჯოვანიოლი
1 ლატვიიდან - ედმუნდს ჩეპურიტისი
1 ლიეტუვიდან - ემანუელის ზინგერისი
1 სლოვენიიდან - ივა დიმიჩი
1 გერმანიიდან - ფრანკ შვაბე
1 ჩრდილოეთ მაკედონიიდან - მარია პეტრუშევსკა
1 ალბანეთიდან - ალბანა ვოკში
1 ლუქსემბურგიდან - ოქტავია მოდერტი
1 ხორვატიიდან - ზდრავკა ბუშიჩი
შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 46 ქვეყნის 306 წარმომადგენელია, რომელთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის სიდიდის მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მეტი წარმომადგენლები, თითოეულს 16, ჰყავთ დიდ ბრიტანეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს და თურქეთს. ესპანეთს, პოლონეთს და უკრაინას 12-12 წარმომადგენელი ჰყავთ, რუმინეთს კი 10.
საქართველოს ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში 5 წარმომადგენელი ჰყავს, აზერბაიჯანს 6, სომხეთს კი 4.
2-2 წარმომადგენელი ჰყავთ ანდორას, ლიხტენშტაინს, სან-მარინოს და მონაკოს.
პირველი პიგში: კატალინ ჩობერი - უნგრეთი, ბილიანა პანტიჩი პილია - სერბეთი, დუნია სიმონოვიჩ ბრატიჩი - სერბეთი, ვლად ბატრინჩა - მოლდოვა
მეორე რიგში: ელვირა კოვაჩი - სერბეთი, ალექსანდრ მირკოვიჩი - სერბეთი, კლემენტ შოპოვი - ბულგარეთი, იილდირიმ თურგულ თიურქეში - თურქეთი
მესამე რიგში: ვლადიმირ ჯორჯევიჩი - სერბეთი, რუბენ რუბინიანი - სომხეთი, ლაურა კასტელი - ესპანეთი, ვლადიმირ ვარდანიანი - სომხეთი