პარლამენტში ბავშვები რომ მოჰყავთ, ზოოპარკში გონიათ თავი - სულ მიკვირს რას აყურებინებენ? როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება. ჩვეულებრივი ზოოპარკია. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებზე საუბრისას განაცხადა.

„იქამდე დავიდა საქმე, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფის ზომებს ვზომავთ, რომ ბალანსი არ დაირღვეს. რის დასაფარად ხდება ეს ყველაფერი? იმის დასაფარად, რომ კანონებს აღარ ვიღებთ განხილვით. დღეში ასობით კანონს ვიღებთ და ეს კანონები, სულ აკრძალვებია. ოპოზიციამ ინფორმაცია მაინც მიიტანოს საზოგადოებამდე იმასთან დაკავშირებით თუ რას შვრება ხელისუფლება. არა თუ ამას აკეთებს, არამედ ბლოკავს ამ თემებზე საუბრის შესაძლებლობას.

პარლამენტში ბავშვები რომ მოჰყავთ, ზოოპარკში ჰგონიათ თავი. ექსკურსიაზე მოჰყავთ ბავშვები და ანახებენ საგიჟეთს, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს. შემოჰყავთ ბავშვები და აყურებინებენ. სულ მიკვირს რას აყურებინებენ? როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება. ჩვეულებრივი ზოოპარკია. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. თან ეს ყველაფერი რომ ხელოვნურია, როგორც კი ეს კონფლიქტი ჩაწყნარდება, არავის ახსოვს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.