უგულავა: ზარდიაშვილი შნირი იყო და შნირი დარჩა

1558977826
"გავცხარდი, მაგრამ სახრე უნდა ურტყა ამ ზარდიაშვილებს ერთად", - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ზარდიაშვილი ცუდი არ იყო და ახლა ცუდი გახდა? - უგულავა პასუხობს:
"ზარდიაშვილი შნირი იყო და შნირი დარჩა. უბრალოდ, ახლა ძალაუფლება მისცეს, მაშინ მარტო ყავას ადუღებდა, აი ეგ არის განსხვავება. მურუსიძე მაშინ იყო შნირი, ახლა არის მთელი ბატონ-პატრონი, ძაღლი მიაკვდა ივანიშვილს, ხვალ რომ აღარ იქნება, მურუსიძე, ჩემი, თქვენი და ყველას შვილის მოსამართლე უნდა იყოს. აი ეგ არის პრობლემა. ვინც წარსულში იქექება წარსულში დარჩება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მომავალი როგორ უნდა იყოს ამ უნამუსო მონსტრების ხელში, ეგ არის პრობლემა", - განაცხადა გიგი უგულავამ.