სივრცე არ არსებობს რაიმე ტიპის ინფორმაციული მანიპულაციისთვის, იმდენად ცხადია კანონმდებლობა, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ „დღის ქრონიკასთან“.
„კანონმდებლობა არ იცნობს ამგვარ პროცედურას, ეს არის კანონმდებლობით დაუშვებელი და შესაბამისად, რაიმე ტიპის ისრის გადატანა, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციას რამე შეუძლია და ის არ აკეთებს, ცხადია არის უადგილო.
იმდენად ცხადია კანონმდებლობა, რომ ამის ასეთი ფორმით გაჟღერება შეიძლება უკავშირდებოდეს ერთადერთს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაზე შეიქმნას ისეთი აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის აქ რაიმე შუაში. ცხადია, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის და არაფერი სხვა. ამიტომაც ჩვენი ამოცანა იყო და რჩება ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს თავისი როლი მხოლოდ და მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მას კანონმდებლობა უსაზღვრავს. ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, ის თავის გადაწყვეტილებებს აფუძნებს მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობაზე და ეს კანონმდებლობა იმდენად ცალსახაა, რომ არ რჩება სხვა სივრცე, გარდა იმისა, ვიფიქროთ, რომ ეს ემსახურებოდა აღქმების დათესვის მცდელობას საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ამიტომაც მე მინდა ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ კანონმდებლობით და რაც მთავარია ყველამ ერთად პატივი ვცეთ ამომრჩეველს და ნუ მივაწოდებთ ინფორმაციას, რომელიც მარტივად დასტურდება საკანონმდებლო ჩანაწერით, რომ ის უბრალოდ ტყუილია“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.