"ერბანკის იმპიჩმენტის დროა! უკან არ დაიხიოთ!!!!
ფარცხალაძემ უნდა გადაიგიყოლოთ, სინამდვილეში ყველაზე ლოგიკური ეს იქნება, იმდენი რამ ანაცვალეთ მას" - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვაზე, "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას

ირაკლი კობახიძის თქმით, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვის თაობაზე, შეიძლება ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას.

მისივე განმარტებით, როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს.

„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას. ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, უცხოელს შეიძლება შეუზღუდო აქ კომერციული საქმიანობის ან სხვა ტიპის საქმიანობის წარმოება, მაგრამ, როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, იქ სახელმწიფო მოქმედებს განსხვავებული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.