„ევროკავშირის 9 დათქმაში ოთხჯერ არის ნახსენები ვენეციის კომისია იმდენად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მოსაზრება ევროკავშირისთვის და შესაბამისად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომელსაც ღიად უგულებელყოფს “ოცნება” იმ ცვლილებებით, რომელსაც მეორე მოსმენით იღებს დღეს საქართველოს პარლამენტი.“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ახსოვს, რომ ევროკავშირის 9 დათქმაში, რომელიც წინა პირობაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად, ოთხჯერ არის ნახსენები ვენეციის კომისია, იმდენად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მოსაზრება ევროკავშირისთვის და შესაბამისად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომელსაც ღიად უგულებელყოფს “ოცნება” იმ ცვლილებებით, რომელსაც მეორე მოსმენით იღებს დღეს საქართველოს პარლამენტი, რაც ცხადყოფს იმას, რომ 9 რეკომენდაციის შესრულებას “ოცნება” არ აპირებს და ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე და ჩვენ ამას ვპირდებით საზოგადოებას, პირველივე ას დღეში განვახორციელებთ ყველა ცვლილებას იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში ვიყოთ 9 დათქმასთან და დაჩქარებული წესით შევიყვანთ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ