„ბიზნესის მომავალი არის სწორედ ციფრული ბიზნესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ ათი ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო.“ - ამის შესახებ „საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში აშშ-ში, ციფრულ პალატაში შეხვედრა გამართა.
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფებიან, ისინი “გამარჯვების კოალიციის” ფარგლებში აგრძელებენ შეხვედრებს აშშ- ში. მათ შეხვედრა გამართეს ციფრულ პალატაში.
“ბიზნესის დიდი მომავალი არის სწორედ ციფრული ბიზნესი, საქართველოს შეუძლია იყოს მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევქმნათ ათი ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი ჩვენ ხელისუფლების ცვლილება გვჭირდება, რათა ეს იდეები შემოვიტანოთ და განვახორციელოთ საქართველოში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.