"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე საუბრობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძეიბაზე მისი ავტომანქანის აფეთქების შესახებ და აცხადებს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და ფაქტები არ იძლევა იმის სასუალებას რომ ენდო ან არ ენდო გამოძეიბას, მისი თქმით, ეს იყო კლასიკური ტერაქტი. 

"ეს იყო კლასიკური ტერაქტი და ამის აღიარებაც არ უნდათ, ამის მერე როგორ შეიძლება რამე ნდობაზე იყოს აქ საუბარი.  ჯერჯერობით წარმოდგენილი რაც არის ის არ იძლევა საფუძველს ან ენდობოდე ან არ ენდობოდე გამოძიებას.  ერთსაც დავსძენ, რომ იმდენად წინასაარჩევნოდ იყო ეს გაკეთებული, რომ ინტერესი დაკარგეს, მე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებზე, მაგრამ ისნი არიან იძულებულები თითოეულ დეტალს დაეკითხონ პროკურატურას, პროკურატურიდან პასუხიები მოდის 2 დღეში 3 დღეში. მაგალითად სამედიცინო ექსპერტიზა, რომ უნდა ჩაეტარებინათ, დროდა დრო ახსენდებათ და მერე ისევ ავიწყდებათ, რამეს კი არ შეცვლის ეს მაგრამ წესია უბრალოდ და კიდევ მე ვთხოვე ჩემი მეუღლის მანქანის შეოწმება ჯერ კიდევ 6 რიცხვში, რაზეც მითხრეს რომ ეს განხორცილედება რაზეც დღემდე თავი არ შეუწუხებინათ. მე ერთხელ ვარ დაკითხული მოწმედ 6 რიცხვში და შემდეგ ისიც კი მიჭირს ჩემი საკუთარი ნივთები დავივიბრუნო", - განაცხადა თარგამაძემ.