„გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა და განმარტა, რომ ირაკლი ბერაიასთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს, სადაც მას თავის მართლება მოუწევს.
თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს.
„გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაციაზე, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, სახალხო დამცველს მივმართოთ. ასევე ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო. ირაკლი ბერაიას სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება მოუწევს. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ეს კაცი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას მოაშოროს, რადგან ის არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. ბევრს ეგონა, რომ არ გადადგებოდა და გადადგომა მოუწია. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და მის მობრუნებას გაგახსენებთ. ბერაიას რა არ ჰგონია, ეს არ ნიშნავს, რა ელოდება მას. რამდენჯერაც კომიტეტის სხდომაზე შევალ, იმდენჯერ ბატონი თავმჯდომარის ნაცვლად, ვუწოდებ იმას, რასაც იმსახურებს – გაჩუმებას და გაჩერებას არ ვაპირებ. თუ სურთ, ამ თანამდებობაზე ირაკლი ბერაია გაკვირვებული ფალავანივით ჰყავდეთ, ვნახოთ, რამდენს წააგებენ ამის გამო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"
მოგვიანებით პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ