ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოწმეების გამოსვლა შეაფასა.
„როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძიმე დრო იდგა, როდესაც ქუჩაში კლავდნენ ახალგაზრდებს, როდესაც ციხეში კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და სამედიცინო დახმარებას არ აწვდიდნენ მძიმედ დაავადებულებს, როდესაც სასამართლოში პროცესი არ იმართებოდა და პროკურატურა წყვეტდა სასამართლოში საქმეებს და გამამართლებელი განაჩენები არ გამოდიოდა, როდესაც საკუთრების უფლება იყო დარღვეული და იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი წყვეტდა ვისთვის წაერთმია ქონება და ვისთვის არა, როდესაც ასეთ დროს არც ერთხელ არ გამოგითქვამს საჯარო წუხილი, როდესაც არ დაპირისპირებიხარ ასეთ მთავრობას და დღევანდელ მთავრობას უპირისპირდები უცხოეთში, ჩივილის ფორმით საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს არის მონური ფსიქოლოგია და ვასალის მენტალიტეტი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.