კულტურისა და სპორტისა მინისტრი თეა წულუკიანი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.
უტვინო შარვლიან კლოუნს უტვინო კაბიანი შეცვლის. ერთი ისაა, რომ ახალი პოლიტორგანიზაციის - "ქაქის" კუბოს ლამაზი გვირგვინი მაინც ექნება. Pas bête du tout! - როგორც იტყოდნენ ჩელიაბინსკში." - წერს თეა წულუკიანი "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა ნაცმოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მას მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა შეცვლის.