თბილისის მერი კახა კალაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს:

"ვწუხვარ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო.

სამძიმარს ვუცხადებ გიორგის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს." - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ცნობისათვის: 54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.