54 წლის ასაკში წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.

გია ხარჩილავა  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ერთადერთი ოპოზიციის წევრია, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.

1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.[2] 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.[3]

ცესკოს შედეგების მიხედვით, ხარჩილავამ ხმათა 51,09% მიიღო (7248 ხმა), მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, გოგა გულორდავამ – კი 48,90% (6937 ხმა).[3]