არანაირი ორი, სამი და ოთხი ფორმატი არ არსებობს.  ამ ფაზაში, ცვლილების უზრუნველყოფის პოტენციალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ფორმატს  მისი როლიდან გამომდინარე.  ესაა ერთადერთი მიზეზი რატომაც სხვა პარტიებს ვიტან ამ ფორმატში - მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აქვს პოტენციალი შექმნას ალტერნატივის სადემონსტრაციო სივრცე.  - ამის შესახებ პაერტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ვინც ზურაბიშვილის ფორმატს წიხლებს უქნევს, ან ხარბია და ვერც თვითონ ჭამს, და არც სხვას აჭმევს. ანაც უხედვო დებილი. 

ორ და სამ ფორმატზე საუბარიც კი დიდი თვალთმაქცობაა.  არ არსებობს სალომე ზურაბიშვილის გარდა, ამ ეტაპზე, სპექტრში ადამიანი, რომელსაც მიახლოებული უნარი მაინც აქვს სპექტრი ერთად დასვას. 

ეს კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული. ძლიერი პარტიები რომ გაგვაჩნდეს, ზურაბიშვილი საჭირო აღარ იქნებოდა.
მაგრამ არ გაგვაჩნია.

ვისაც ჭკუა აქვს, ამ ფორმატს საკუთარი პარტიის გასაძლიერებლადაც გამოიყენებს.

თუ სალომე ზურაბიშვილის პროცესი არ აღმოჩნდება წარმატებული (ბევრი ხელისშემშლელი არსებობს), ვერც პროტესტის ეს ფაზა დასრულდება წარმატებით - ესაა რეალობა და შეგიძლიათ შემამოწმოთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.