სააკაშვილის დაჯგუფება გამომწვევად იქცევა. ეს გასაკვირი არაა.  რადგან პროტესტი მიშას შესახებ არაა, თვლის, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მომენტუმი აქვს და პროტესტში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს სასოწარკვეთილად. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"დამყოფი თემის აქტუალიზაცია მიშას არაფერს მოუტანს ბრაზის გარდა, მაგრამ პროტესტის სულისკვეთებას ზიანს აყენებს.

ეს მისთვის დამახასიათებელი ქცევაა - ავი ძაღლია, ვერც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს. 
იქამდე სალომე ზურაბიშვილს წინააღმდეგობის პლატფორმას ურტყამდა, რადან არც ისაა მის შესახებ. 
ნიშანდობლივია, რომ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ მას მერე დაუპირისპირდა, რაც შეწყალება ვერ მიიღო  - სანამ შეწყალების იმედს ებღაუჭებოდა ქათინაურებით ავსებდა, ემლიქვნელებოდა, ერთიან სიაში პირველობას სთავაზობდა, მისი სპიკერები ზურაბიშვილს თამარ მეფეს ადარებდნენ. 

ფედერალისტების ჩეთში მკითხეს, ნუთუ ჭკვიანი არ ყავს, ურჩიოს რომ მის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება რასაც ახლა აკეთებს, არც მას აწყობს პროტესტის დაზიანებაო. 
არა!  არ ყავს. 

სააკაშვილი ჭკუამ წლების წინ მიატოვა, მის ირგვლივ ჭკუა ვერ გაიხარებს - თვითდესტრუქციულია.
რა ილუზიებმაც ივანიშვილის დილეგამდე მიიყვანა, იმავე ილუზიებით მიყავს ეს ქვეყანა რუსეთის დილეგში - მისი ხელიდან. 

მაგრამ მგონია, რომ ვერ შეძლებს - პროტესტი მასაც გადაჯეგავს, თუ წარმატებული იქნა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში"