ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს რის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ოპოზიციური პარტიების ნაწილის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველაფერს თავისი დრო აქვს, არის ჟამი ქვათა მიმოფანტვისა, არის ჟამი ქვათა შეგროვებისა. ახლა სწორედ ეს ჟამი დგას. ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს რის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ჩვენ შევთანხმდით საერთო გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ გზაზე თანამშრომლობის წესებზე. ამის მიღმა ჩვენს განსხავებებს, რომელიც არსებობს და რომელიც ასახავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების განწყობებს, გადავაქცევთ, ჩვენს ძალად, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.









