ყველა პოლიტიკოსს, ვინც პარტიის შექმნა და შენარჩუნება ვერ შეძლო, ვერც იმის ინტერესი შეინარჩუნა, რომ ახლა შეძლოს და არც თავმდაბლობა ყოფნის, რომ საკუთარი ლიდერობის უნარებზე ადეკვატური წარმოდგენა შეიქმნას და რომელიმე არსებულ პარტიას შეუერთდეს და იერარქიაში ჩაჯდეს - მოგიწოდებთ პენსიაზე გასვლისკენ. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თქვენ რომ არ გამოგივიდათ, არ ნიშნავს რომ სხვისი მცდელობა უნდა დაამციროთ და ხელი შეუშალოთ. დემოკრატიულ პარტიებს დელულუ ბაბლის ადორაცია ვერ ჩაანაცვლებს - რავი, თუ ბაბლი მოგყვებათ და ლიდერად გაღიარებთ, ბაბლისგან გააკეთეთ პარტია, რადგან დემოკრატიული პარტიების და პლურალიზმის გარეშე, რეჟიმი ვერ შეიცვლება." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში.









