"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს:
"რასაც ტელევიზიებში უყურებთ - რა თემაც კამპანიურად იძვრება, ყველაფერი არის არაავთენტური და ტელეკორუფციის შედეგი.
აი ახლა რაც ხდება, "ერთობაზე" რომ აზრებს გვეკითხებიან - ნაყიდია და სინამდვილეში, ოპოზიციის დისკრედიტაციას, ოპოზიციის უუნარობის მტკიცებას ემსახურება.
სააკაშვილს თუ კი რამე ფული აქვს, იხდის არა საკუთარი პარტიის გაძლიერებაში, არამედ არაავთენტურ სატელევიზიო დღის წესრიგში, რომლის მიზანიც იმის ჩვენებაა, რომ "სააკაშვილის გარეშე, ოპოზიცია ნულია".
მოდელირებული ქრონიკაა ოპო არხების დღის წესრიგი - არაფერი აქვს საერთო რეალობასთან!
ყველა ოპო სპიკერი, რომელსაც ეთერს ხშირად უთმობენ, დაიშვება მისი კონიუნქტურისადმი მორჩილების მიხედვით - ჯოგის ნაწილი უნდა იყო! უფსკრულში გადაჩეხვას ხელი არ
უნდა შეუშალო!
ტელემედია შანტაჟით გამოწვეული ჯოგურობის შედეგია ოპოზიციის სიფარჩაკე და ოპოზიცია ასეთ ლუზერად დარჩება იქამდე, სანამ ჯოგის პრინციპს არ დაარღვევს და საააკაშვილის დაკრულზე ივლის სხვადასხვა მიზეზით - მანიპულატორ ნარცისებს ხომ მიზეზები არ ელევათ.
გუშინ მისი პოსტი ნახეთ? თანამდებობებს რომ ანაწილებდა - მაგითიც მანიპულაციას ცდილობს, თანამდებობებს ანდომებს ვიღაც არარაობებს, რომ მერე მართოს - იმედი გაუჩინოს - დიდი ხანია ასე იქცევა, ყ***ების ფხანს ჰომო საპიენსებს, აგოიმებს (როგორც თავის ჰარამხანას) იყენებს და როცა აგდებს, ეუბნება რომ რომელიმე "დამპალმა" დაბლოკა!
ვიღაცეებს თავს აცოდებს და ამით გადის ფონს - "კაი რა, რაღა დროს მიშაა, ცოდოა" - გეტყვის რომელიმე
ზედაპირული ბაბუაწვერა, რომელიც ვერ ხვდება რომ მანიპულატორი ნარცისის მფრინავი მაიმუნია და გაცოდებს, გარცხვენს თავისებურად.
ამ დროს ტელემედია დგას და სააკაშვილის მიერ ნაყიდი, სრულიად ხელოვნური დღის წესრიგით, ოპოზიციურ პროცესს ხრამში აგდებს და ათობით გულუბრყვილო ადამიანს ივანიშვილის დილეგისთვის წირავს.
სულ ფულით კეთდება ეს.
არაავთენტურად.
არაორგანულად!
თან იმ ფულით, რომელიც ივანიშვილის ფულთან მუდამ მარცხშია!
ამას ტელემედია მესვეურებიც ხვდებიან, იციან რომ სააკაშვილის და ხაზარაძის ფული ივანიშვილის ფულთან არაფერია - მაგრამ ჭამა უნდათ, დღეს უნდათ რამე წიწკნონ ... სამშობლო მათთვის დღევანდელი კვერცხია.
ტელემედიები კიდევ უფრო ვულგარულები გახდებიან იქამდე, სანამ მიწასთან გასწორდებიან.




