გვარამიას პოსტს ვეთანხმები, უბრალოდ მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ „სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია“.
„გვარამიას პოსტის სულისკვეთებას ვეთანხმები.
უბრალოდ მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია (მიუხედავად იმისა გვარამიას რად ეჩვენება), რომელმაც პოლიტიკური ინსტიქტი მთლიანად დაკარგა და საკუთარი დელუზიური ახირებების ტყვეობაში არა მხოლოდ თავს, არამედ ყველას ანადგურებს, ვინც მასთან საქმეს იჭერს.
მისი დრო დიდი ხანია წავიდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ - ძალმომრეობით, შანტაჟით და ბიძინას დახმარებით ტივტივებს და ბიძინასთან ერთად ისიც გაქრება - ერთი გარეცხვაა მისგან დარჩენილი.
ამომრჩეველი გააქრობს, თორემ მე მხოლოდ სამართლიანი წესებით ვაპირებ მასთან მოპყრობას“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ნიკა გვარამია: დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია









