„ფედერალისტური პარტიის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს განდიდების მანია აქვს.
„ადამიანს, რომელსაც განდიდების მანია აქვს, ურჩევნია, რომ სხვებს - მის კრიტიკოსებს, მისგან დაკომპლექსებულები ეძახოს. ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ვიცოდი, რომ ოპოზიციური ავტოკრატია ასე სამარცხვინოდ ჩაირეცხებოდა. აქ ის ერთ-ერთია და არა ერთადერთი, ანუ მას არ აქვს დომინაცია, შესაბამისად, ის ერჩის ყველას და ყველაფერს, სადაც მას არ აღიარებენ კერპად და სადაც მისი ახირებების გარშემო არ დარბიან.
ვინც ალიანსის წესებს არ აღიარებს, ის ისედაც ალიანსის მიღმა დგება. ასე რომ, დილემა ჩვენთან არ დგას და "ნაციონალური მოძრაობას" არის ნომინალურად, "ლელო" რომ მოვიდეს, არც იმას არ გავაგდებთ. თან ალიანსში იყო და თან ალიანსს ფეხები ურტყა, ასე არ გამოვა, ეგ აჭამოს იმას, ვისაც აჭმევდა ხოლმე", - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.











