„ალტე უნივერსიტეტი“ სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც ქართულ საგანმანათლებლო სფეროში 20+ წელიანი გამოცდილება აქვს.
ის სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ, ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს და მათ შორისაა ფსიქოლოგიის საბაკალავრო მიმართულებაც.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები სიღრმისეულად შეისწავლიან ნეიროფსიქოლოგიას, ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას, რეკლამისა და წარმატების ფსიქოლოგიას, პოზიტიურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას. ამასთან, სასწავლო პროცესი პროფესიული ინგლისურის კომპონენტსაც ითვალისწინებს. შედეგად, კურსდამთავრებულები არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო სამუშაო გარემოსთანაც ბევრად უფრო სწრაფად და ბუნებრივად ადაპტირდებიან.
სწავლა „ალტე უნივერსიტეტში“ მრავალფეროვანი ფორმატით მიმდინარეობს და სტუდენტების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. თეორიულ ლექციებთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა დისკუსიებს, რეალური შემთხვევების ანალიზსა და ჯგუფურ მუშაობას. სალექციო კურსებს პრაქტიკოსი ლექტორები უძღვებიან, ხოლო აკადემიური გარემო სრულად ეხმიანება სტუდენტების პროფესიულ ინტერესებსა და მიზნებს.
თეორიული ცოდნის გასამყარებლად სასწავლო გეგმა პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს. უნივერსიტეტის 200-მდე პარტნიორი ორგანიზაციიდან ერთ-ერთში გადიან, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და საჯარო სტრუქტურებში. ამ გამოცდილებით ისინი აკადემიურ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში იყენებენ და სწავლის პერიოდშივე პროფესიულ უნარებს ივითარებენ.
პროგრამა საერთაშორისო კომპონენტსაც ითვალისწინებს. შესაბამისად, სტუდენტებს შეუძლიათ, ერთი სემესტრი ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში გაატარონ ( მათ შორის University of Nicosia, კვიპროსი), Mykolas Romeris University, ლიეტუვა). სხვა ქვეყნის აკადემიურ სივრცეში ისინი ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას ეცნობიან, გამოცდილებას იღებენ და დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ.
კურსდამთავრებულები საქმდებიან როგორც საჯარო და კერძო სექტორში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისინი წარმატებით ერთვებიან კვლევით, საკონსულტაციო და ანალიტიკურ საქმიანობაში, აგრეთვე ეწევიან ფსიქოთერაპიულ და კერძო ფსიქოლოგიურ პრაქტიკას.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე.




