ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ახალის“ ყოფილი წევრის, ოპოზიციონერ მირდატ ქამადაძის მისამართით სოციალურ ქსელში.

თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება მიდრატ ქამადაძის განცხადებამ, სადაც მან თქვა, რომ გაუგებარია, რის გარშემოა გაერთიანებული ოპოზიციური ალიანსი.

„ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ. და ახლა სპეციალურად ვაკადრე არარაობა - როცა ფედერალისტები მთავრობაში ვიქნებით, ახლოს რომ ვერ მოგვეკაროს“.

ისეთი ვაკადრე, ჩემთან ერთად საჯარო სამსახურში როგორ გაჩერდება"- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა მირდატ ქამადაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თქვა:

„ჩემთვის გაუგებარია ეს რას ემსახურება, რადგან ვერ გავიგე ალიანსი კონკრეტულად რა იდეის გარშემოა გაერთიანებული. ამ სრულიად განსხვავებულს ადამიანებს, ერთმანეთისთვის წარსულში ბევრი რამე უკადრებიათ“.