ე, როგორც ყოფილი ხელისუფლების დროს ოპოზიციაში მყოფი ჩემთვის ვიხსენებდი იმ პერიოდს, გუშინ ხატია დეკანოიძემ , რომ ისაუბრა " მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო" ჰოდა, მერაბიშვილის დროს ( აი მე და ჩემნაირი ბევრი , რომ ოპოზიციაში ვიყავით და სწორად ვიყავი) ხომ იყო ხატია დეკანოიძე მაშინ ,პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი? რა ვქნა ,არა, ვერ გავატარებდი ახლა ამას. - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"მე დანაშაულიც მახსოვს და მაშინდელი აქტიური ყველა მონაწილე ამ სისტემის, ერთი სიტყვა მაინც ხომ უნდა გეთქვა მაშინ ყოფილი ხელისუფლების დროს ამ სისტემურ დანაშაულზე?? ან გირგვლიანის საქმეზე?? ეს რა არის და რა ჰქვია ამ საქციელს? თუ ინანიებს კი ბატონო რაზეა საუბარი, მაგრამ ბრალი დასდო მაშინდელ შენს მინისტრს, ( სხვათაშორის იმ მინისტრს, რომელიც სამარტოო საკანში იჯდა 7 წელი, "სხვებისგან -ზოგიერთისგან" განსხვავებით) რატომ ვწერ ახლა ამას -მე "მაშინებენ" და მაძრწუნებენ ამ ტიპის პოლიტიკოსები ასეთი უტიფრობით და გულმავიწყობით.
მე ვინმეს წასვლა, სხვა პარტიიდან წასვლა და "გადაადგილება"ნაკლებად მაინტერესებს ( სხვის პარტიაში კი არა, ჩვენს პარტიაში მაქვს სრული თავისუფლება) უბრალოდ ხატია დეკანოიძემ მერაბიშვილზე მოსაუბრემ, გაოცება და "ღიმილი" მომგვარა და ცოტა დავფიქრდი......მერე უკვირს მავანს, ნეტავ საიდან ჩნდება ნიჰილიზმი ხალხში პოლიტიკოსების მიმართ ,კიდევ რომ უკვირს "ზოგიერთს".
შენს გაძლებას გაუმარჯოს ჩემო საქართველოვ, ცოტა მეც "ქე" მინდა ეგ "გაძლება" ვუსურვო ჩემს თავს .წავალ ახლა ერთ ჭიქა ყავას დავლევ , (ირმას მოვუსმენ მოცარტს უკრავს) და ვიფიქრებ ჩემს სამეგობროზე , მადლობა ღმერთს, რომ არიან ამ ქვეყნად და არ მგონია, მაგრამ ღმერთი თუ გამიწყრა და "ამნაირი" თუ დამემართა , მაჯაზე ხელს მომკიდებენ და მეტყვიან და შემახსენებენ : "ჰეი ჰეიიი , სიცოცხლე ამ სიბინძურედ არ ღირს". და მაინც- მონანიება- შენანიება სხვაა , მხოლოდ სხვა დაადანაშაულო სხვა.....ახლა ვფიქრობ და ხმამაღლა კითხვას ვსვამ: ერთი -ერთხელ მაინც ხმა , სიტყვა, სადმე ნათქვამი გახსოვთ ? გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან თქმული??? არადა, როგორ გვჭირდებოდა და ყველასთვის, რა სასარგებლო -როგორი სასარგებლო იქნებოდა მაშინ -იმ წლებში , თუნდაც ერთი დემოკრატიული სიტყვა მაღალი თანამდებობის პირიდან თქმული ანუ ხატია დეკანოიძისგან.......მაგრამ მაშინ არა და სამაგიეროდ ახლა მოვისმინეთ, როცა მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და პრაქტიკულად კვდება , მერაბიშვილი კი იჯდა უკვე , (და ახლა მისი "დემონიზირება" იოლია მით უფრო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის და წლების მანძილზე თანამოაზრის მიერ), მაგრამ ახლა , აი ხატია დეკანოიძემ ლელო უნდა გაიტანოს ოღონდ თუ "გაატანინეს" “ლელო”, ასე იოლი არ არის კარში ლელოს გატანა , ჯერ უნდა მიგიშვან რომ გაიტანო ძვირფასოეჰ.....წავედი, თორემ ყავა გამიცივდა" - წერს თამარ ჩარკვიანი.
ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებს.