მომწონს ლევან ხაბეიშვილი რადიკალურად რომ იქცევა - მათი ლიდერი ციხეში კვდება და რა ქნას აბა?!  - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თამარ ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„მე არ მომწონს როგორც ლევან ხაბეიშვილს ექცევიან. ის წავიდა რადიკალური მოძრაობით და  მომწონს ,რომ რადიკალურად იქცევა. მომწონს, რომ რეგიონებში დარბიან და ცხრისთვის ემზადებიან. აბა გადარჩევა რისთვის მოხდა? ვხედავ რომ მოძრაობენ და  იგივე მოძრაობა იყო იმ პერიოდში, როდესაც დიდი პროტესტი იყო მათი მხრიდან. მომწონს რადიკალურ რაღაცებს რომ  აკეთებს, მათი ლიდერი ციხეში კვდება, აბა როგორ უნდა მოიქცეს, რა ქნას აბა?! “- აღნიშნა თამარ ჩარკვიანმა.