შთაბეჭდილება მრჩება რომ სასამართლო, საარჩევნო რეფორმა, პოლიტპატიმრების თემა, არც აღვირახსნილ ხელისუფლებას აწყობს შესრულება და არც ზოგიერთ ოლიგარქს ოპოზიციაშიც - წერს პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში:
"როგორი თავხედური გაბედვაა შესთავაზო გზა საქართველოს -ოლიგარქიიდან ოლიგარქამდე, საოცარია და სამწუხარო , როცა ხალხი იდიოტი გგონია!
გადარჩენის ფორმულა ერთია და ასეთი: სანამ არჩევნები მოვა, ვიდრე არჩევნები იქნება-ჩატარდება, მანამდე 12 პუნქტის შესასრულებლად დასავლეთის ვექტორი ამ 12 პუნქტის შესასრულებლად გაერთიანდეს , არჩევნებში არა, არჩევნებამდე -მდე -მდე, მხოლოდ არჩევნებამდე ( მეც არ "მეპიტნავება" ბევრი მითუფრო თუ ის წლების მანძილზე მევახშეა ) მაგრამ რეფორმირებული საარჩევნო სისტემა ხომ გვინდა? 12 პუნქტის შესრულება ხომ გვინდა? ხომ ვერ მოხერხდა ფაქტია, ჰოდა, რომ შევასრულებინოთ ხელისუფლებას და ვაიძულოთ შესრულება ამისთვის ხომ შეიძლება პარიტეტზე გაერთიანება დასავლეთის ქოლგის ქვეშ, პარიტეტზე ,ყოველგვარი ცენტრალიზების გარეშე, ვიმეორებ ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე-მდე. ნუ შთაბეჭდილება მრჩება რომ სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა , პოლიტპატიმრების თემა, არც აღვირახსნილ ხელისუფლებას აწყობს შესრულება და არც ზოგიერთ ოლიგარქს ოპოზიციაშიც. ფაქტია , რადგან რეფორმირებული სისტემის 12 პუნქტის შესრულების შემთხვევაში , ასე ძალიან ვერ დააბეჩავებენ და გაძარცვავენ ხალხს, ბანკსაც ბანკის სახე ექნება დასავლური პროცენტით ადამიანებზე ორიენტირებული და არა ადამიანების დაქცევაზე და ძარცვისკენ მომართული .....სამწუხაროდ ასეა....."